Sunday, April 6, 2014

ტრენინგის მეორე დღე.

         
                                                                                                                                       06.04.2014წ.
            დღე  მეორე
            მოდული 1 (გაგრძელება): პროექტებით სწავლება.
1. საშინაო  დავალების შემოწმება
2.  წინა დღის  მასალის გამეორება.
3.  Word-ის  ინსტრუმენტების და მათი გამოყენების გამეორება.
4.  ბუკლეტის  დამზადება.
5.  სურათის ამოჭრა და ბლოგში ჩასმა.

  1. განვიხილეთ საშინაო  დავალება: 
პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველადი  მონახაზი  და მისთვის მოძიებული სასწავლო  მასალები

  2. გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე გავლილი მასალა, ინტელის ვებგვერდზე საჭირო მასალის მოპოვება და შენახვა.
  3. გავიხსენეთ Word-ის ინსტრუმენტები და მათი გამოყენება.
  4. ვისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების  თემაზე.
ვისწავლეთ ბუკლეტის  შექმნა და შევქმენით ბუკლეტის  ნიმუში.
  5. ვისწავლეთ  ბუკლეტის ამოჭრა და ჩასმა ბლოგში.

   ბუკლეტის მომზადება მოგვცემს საშუალებას მეტად დავაინტერესოთ მოსწავლეები და ამ ახალი აქტივობის გამოყენებით გაკვეთილის პროცესში შევიტანოთ ელფერი და ინტერესი, გავზარდოთ მოსწავლეებში ძიების და შემოქმედების უნარ-ჩვევებს. "რეკლამა პროგრესის მამოძრავებელია",- პროექტის რეკლამა ბუკლეტის დახმარებით გამოიწევს ინტერესს პროექტისადმი.
  

No comments:

Post a Comment