Saturday, April 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე


 ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას.
ტრენინგის  მიზანი:  ვასწავლოთ მასწავლებლებს როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.


ამოცანები:
  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
  • პროექტის პორტფოლის შექმნა;
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
  • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;

  1. ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორცილება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.                                                                                                                                                                                                    ჩემი ამ კურსში მონაწილეობის მიზეზი:                                                                                 მინდა დავგეგმო კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები, რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.                                                                                 მინდა გავიღრმაო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                05.04.2014.                              I მოდული - პროექტის  მოთხოვნების  გაცნობა.                                                                                                                                                                                                მოდულის საკვანძო კითხვები:                                                                                                                                            
  •  როგორ დაეხმარება პროექტი ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე  გასვლაში) და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში 
  • როგორ გამოვიყენოთ  პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის?

ამოცანები:
·                 ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა.
·                პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად.
·                პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების  გაცნობა.
·               პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა.
·              პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.
·              რეფლექსია სწავლაზე.
·              ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო  პროექტის დაგეგმვის  დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

         1. მეცადინეობა დაიწყო  გაცნობით.  წარვუდგინეთ  ჯგუფს ჩვენი თავი,  გავუზიარეთ  ერთმანეთს  რომელ სკოლაში ვმუშაობთ,  რომელ  კლასებს და რომელ საგანს ვასწავლით,  გვაქვს თუ არა პროექტზე  მუშაობის გამოცდილება და რაში გამოიხატება ის.
         2. გავეცანით სწავლების მიზნებს და ამოცანებს, რამდენი მოდულისგან  შედგება
და თითოეული  მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. 

         3. გავეცანით გზამკვლელის სტრუქტურას  (ელექტრონული ვერსია) და მასთან მუშაობას.
        განვსაზღვრეთ მასწავლებლის როლი სასწავლო გეგმის შედგენაში.  მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენებს სასწავლო გეგმას კლასში, როგორი თანმიმდევრობით წარმოადგენს აქტივობებს, როგორ უპასუხებს მოსწავლეთა კითხვებს.


         4. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიოს საქაღალდე, რომელიც შედგება 7 საქაღალდისგან :  კურსის რესურსები, მოსწავლის  ნიმუში, სასწავლო პროექტის  გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები-აუდიო-ვიდეო  ( ქვესაქაღალდით საავტორო უფლებები ) და  შეფასებები.
         შევიტანეთ საქაღალდეებში  პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა,  პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი,  XXI  საუკუნის უნარ-ჩვევები. 
         
        5. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, მასში მუშაობა, ჩვენი ნამუშევრების შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანა. 
        შევქმენით ბლოგი და დავწერეთ პირველი სამუშაო დღის რეფლექსია.

No comments:

Post a Comment