12.04.2014
მოდული 2. აქტივობა 3.
დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები
5. პროექტის ბლოგზე გადატანა
6. რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო წინა მეცადინეობაზე გავლილი მასალის გამეორებით
მოდულის ორი მნიშვნელოვანი საფეხური უკვე შევასრულეთ :
ბმულზე შეფასების სტრატეგიები (Assessment Strategies) წავიკითხეთ
თითოეული მიზნის შესახებ შემოთავაზებული ინფორმაცია, გადავხედეთ შეფასების სტრატეგიებს თითოეული მიზნის მისაღწევად და შემდეგ განვსაზღვრეთ, როგორ გამოვიყენებთ ამ მასალას ჩვენს სასწავლო პროექტში.
შეფასების გეგმა განსაზღვრავს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს. შეფასების გეგმა, ასევე, განსაზღვრავს პროექტის მონიტორინგის ეტაპებს და მასწავლებლის ინფორმირებულობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებისთვის შერჩეულ სტრატეგიებს.
შეფასების გეგმის ფარგლებში, მოსწავლეები ჩართული უნდა იყვნენ მიზნების შემუშავებაში, პროგრესის განხილვასა და მართვაში, პროექტის დასრულების შემდეგ კი - თვითშეფასების პროცესში.
დროში გაწერილი შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს და შეფასების გეგმის შემუშავებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს. შეფასების გეგმა:
პროექტის პრეზენტაციის დაგეგმვის ეტაპზე:
გადავიტანეთ პროექტის გეგმის მონახაზი საპრეზენტაციო პროგრამაში.
ნამუშევრის გაზიარების მიზნით, ავირჩიეთ ვიკის ვებგვერდი და ავტვირთეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ამისთვის:
მოდული 2. აქტივობა 3.
დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები
5. პროექტის ბლოგზე გადატანა
6. რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო წინა მეცადინეობაზე გავლილი მასალის გამეორებით
მოდულის ორი მნიშვნელოვანი საფეხური უკვე შევასრულეთ :
- განვსაზღვრეთ
კონკრეტული სასწავლო მიზნები, სტანდარტებსა და 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით;
- შევიმუშავეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
დღევანდელი აქტივობის ძირითადი ამოცანაა შეფასების გეგმის შემუშავება.
- განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. 1. წავიკითხეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლის შეფასება, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები. აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიებს. დავგეგმეთ, ჩვენი სასწავლო პროექტების შეფასების ფორმები.
- განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა, რათა წარმოვაჩინოთ შეფასების გამოყენების სხვადასხვა ფორმა თემის ფარგლებში.
განმავითარებელი შეფასების მიზანია:
- მოსწავლეთა
საჭიროებების შეფასება
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
- პროგრესის
მონიტორინგი
- ნასწავლის
გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია:
შეფასების მიზანი:
- მასალის
გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით
ბმულზე შეფასების სტრატეგიები (Assessment Strategies) წავიკითხეთ
თითოეული მიზნის შესახებ შემოთავაზებული ინფორმაცია, გადავხედეთ შეფასების სტრატეგიებს თითოეული მიზნის მისაღწევად და შემდეგ განვსაზღვრეთ, როგორ გამოვიყენებთ ამ მასალას ჩვენს სასწავლო პროექტში.
ნაბიჯი 2: გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნას
შეფასების გეგმა უნდა შემუშავდეს პროექტის აქტივობებისა და დავალებების შექმნამდე. ვინაიდან საპროექტო დავალებები ინდივიდუალური მიღწევების დემონსტრირებისთვის ფართო შესაძლებლობების სპექტრს ქმნის, ამდენად, შეფასების სტრატეგიებიც მრავალფეროვანი და მოქნილი უნდა იყოს, რათა მოერგოს მოსწავლეთა სხვადასხვა სახის ნამუშევარს. შეფასების გეგმა განსაზღვრავს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს. შეფასების გეგმა, ასევე, განსაზღვრავს პროექტის მონიტორინგის ეტაპებს და მასწავლებლის ინფორმირებულობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებისთვის შერჩეულ სტრატეგიებს.
შეფასების გეგმის ფარგლებში, მოსწავლეები ჩართული უნდა იყვნენ მიზნების შემუშავებაში, პროგრესის განხილვასა და მართვაში, პროექტის დასრულების შემდეგ კი - თვითშეფასების პროცესში.
დროში გაწერილი შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს და შეფასების გეგმის შემუშავებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს. შეფასების გეგმა:
- უზრუნველყოფს
პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან
- განსაზღვრავს
შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს
- განსაზღვრავს
მკაფიო მოლოდინებს და საბოლოო პროდუქტისა და მუშაობის ხარისხის შედეგს
- განსაზღვრავს
პროექტის მონიტორინგის ეტაპებს, მასწავლებლის ინფორმირებულობისა და მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიებს.
პროექტის პრეზენტაციის დაგეგმვის ეტაპზე:
1. გადავხედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო/სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები.
2. გავხსენით ჩვენი გეგმა და დავწერეთ მოკლე აღწერა სამუშაო ვერსიის სახით. სამი ან ხუთი წინადადებით მოკლედ ავღწერეთ თემები, ძირითადი აქტივობები, მოსწავლეთა მიერ შესასრულებელი დავალებები და მოსწავლეთა შესაძლო როლები პროექტზე მუშაობისას.
3. ჩავინიშნეთ იდეები თუ რისი სწავლება გვსურს ამ თემის ფარგლებში? როგორ გეხმარება ეს თემა მიზნების მიღწევაში ამ კურსის ფარგლებში? გადავხედეთ ჩვენს სასწავლო მიზნებს. როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, მიმდინარე შეფასებები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება, მიაღწიონ 21-ე საუკუნის სასწავლო მიზნებს?გადავიტანეთ პროექტის გეგმის მონახაზი საპრეზენტაციო პროგრამაში.
ნამუშევრის გაზიარების მიზნით, ავირჩიეთ ვიკის ვებგვერდი და ავტვირთეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ამისთვის:
გავხსენით ტრენერის მიერ მოწოდებული ვიკის გვერდი.
2. ჩავწერეთ ვიკის გვერდის URL მისამართი, ჩვენი სარეგისტრაციო ინფორმაცია და პაროლი საწყის გვერდზე, ასევე, ჩავინიშნეთ ეს ინფორმაცია დოკუმენტში საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში კურსის შესახებ.
3. შევქმენით ჩვენი გვერდი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის, შემდეგი საფეხურების დაცვით.
a. შევქმენით ახალი ქვეგვერდი.
b. დავამატეთ გვერდს სათაური ჩვენი სახელის მითითებით (მაგალითად, ნათიას პრეზენტაცია).
4. გადავწყვიტეთ, რა ფორმით გვსურთ, მივიღოთ უკუკავშირი (დამოუკიდებელი ვიკის გვერდის შექმნა უკუკავშირისთვის ან სასწავლო პროექტის პორტფოლიოს კომენტირების ფუნქციის გამოყენება).
5. ჩვენი პრეზენტაცია, რომელშიც ინტეგრირებულია შეფასება და სასწავლო პროექტის გეგმა, ავტვირთეთ ვიკის ვებგვერდზე.
მედეა,მომეწონა შენი გაკეთებული რეფლექსია
ReplyDeleteმედეა,კარგ რეფლექსიებს აკეთებ,ძვირფასს....
ReplyDeleteმედეა, ძალიან საინტერესო თემა გაქვს შერჩეული. წარმატებებს გისურვებ!
ReplyDelete