Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

მოდული 3.    კავშირები 

დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. კომენტარები  ბლოგზე
4. მოსწავლის ნიმუშის  ბლოგის შექმნა
5. გაჯეტები. სურათის  ჩასმა. გამოკითხვა.

   
ტრენინგის  მთავარი კითხვა
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ გამოვიყენოთ  ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ  უზრუნველვყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
1.       ტრენინგი  დაიწყო წინა მეცადინეობებზე გავლილი მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით ახალი მოდულის შესაწავლაზე, რომელსაც  "კავშირები"  ეწოდება. 
2.      განვიხილეთ  აქტივობა 2: ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური  პრაქტიკის  მოდელირება და სწავლება. 
ელექტრონული გამოცემის Education World (განათლების სამყაროს) მიხედვით, „საავტორო უფლებების კანონმდებლობა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ყველა, ვინც შექმნის ორიგინალურ, ხელშესახებ ნამუშევარს, იმსახურებს ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება ხელს უწყობს მეტი შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნას, რითაც მთელი საზოგადოება სარგებლობს“ (Starr, 2004). ნებისმიერ ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება, გააკონტროლოს, როგორ და ვის მიერ გამოიყენება მისი ნამუშევარი. მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ საავტორო უფლებების მნიშვნელობა და მოსწავლეებს ასწავლონ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების წესები. 
        მართალია, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეუძლიათ საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენება თავიანთ საგანმანათლებლო პროექტებში, მაგრამ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვა გარკვეულ ცოდნას საჭიროებს
ჩვენი უფლებებისა და შეზღუდვების უკეთ გაცნობისთვის, გავეცანით შემდეგ რესურსსსაავტორო უფლებების ქაოსი - პრეზენტაცია, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში საავტორო უფლებები.
ა)    ვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტის მაგალითები რესურსების               ჩანართის ჯგუფში საავტორო უფლებები.
ბ)    ვიხილეთ შაბლონები გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტისთვის MLAAPA, და გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში საავტორო უფლებები/ გამოყენებული ლიტერატურა.  განვსაზღვრეთ, რომელი ტიპის დოკუმენტები/შაბლონები იქნება შესაბამისი ჩვენი მოსწავლეებისთვის.
გ)    შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, MLA შაბლონი, ან APA შაბლონი პორტფოლიოს საქაღალდეში სასწავლო პროექტის დამხმარე. ქვესაქაღალდეს დავარქვით გამოყენებული ლიტერატურა /ბიბლიოგრაფია/.
დ)   გადავწერეთ გამოყენებული ვებგვერდები და სხვა ტექსტი გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტის შაბლონში
 ე)   ასევე, შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ონლაინ ციტირების ინსტრუმენტი, რომელიც  ჩვენს მიერ ციტირებულ წყაროს ავტომატურად დააფორმატებს MLA ან APA ფორმატში. გავხსენით ონლაინ ციტირების ინსტრუმენტი, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში საავტორო უფლებები - არსებული ვებგვერდების სიიდან. 
3.       გავეცანით დანართს უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
          მოდულის მიმდინარეობისას ტრენინგის მონაწილეები  დავწყვილდით  და ერთმანეთს გავუზიარეთ  წინა მოდულისთვის შექმნილი  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები. ასევე, მივიღეთ უკუკავშირი მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შემუშავებულ შეფასების ფორმებთან დაკავშირებით.  
        მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მიზნით შემუშავებული ფორმის წარმოდგენისას, ყურადღება გავამახვილეთ, თუ როგორ უზრუნველყოფს შეფასების ფორმა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას და როგორ დაგვეხმარება ჩვენ და ჩვენს მოსწავლეებს თემის შემდგომი აქტივობების დაგეგმვაში.
        გუნდის  წევრთან   უკუკავშირის  დროს  ყურადღება გავამახვილეთ როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე. ვეცადეთ, რჩევები ყოფილიყო კონკრეტული. ამავე გუნდში ვიმუშავეთ წყვილებში, ამგვარად, უკეთ გავეცანით ჩვენი ჯგუფის სამუშაოს  და შევძელით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა
         უკუკავშირის გაზიარების დროს გამოვიყენეთ 3-2-1 სტრატეგია:

No comments:

Post a Comment