Saturday, May 3, 2014

ტრენინგის შეჯამება


  პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ ერთი  უახლესი  და პროდუქტიული მეთოდია, ის  ავითარებს ბავშვებში კვლევა ძიების, მეგობრეთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ- ჩვევებს, დამოუკიდებელ აზროვნებას.  მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.
   ბოლო წლების განმავლობასი გავახორციელე  რამდენიმე პროექტი, მაგრამ მქონდა ბევრი კითხვა მათი სწორად გაფორმების თაობაზე. ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილების  გრძნობა. ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი  საკითხი  გახდა ნათელი არა მხოლოდ ტექნილოგიების  ფლობის თვალსაზრისით, არამედ 
გეგმის სწორე და გამართულად შედგენის, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გაფორმების და სხვა პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.   

რა თქმა უნდა ყოველივე ამას უნდა უმადლოდე ქალბატონ ქეთი ცერაძის ცოდნის გადმოცემის უნარს, ენერგიას და მოთმინებას, რომელიც მან გამოიჩინა ყოველივე ჩვენთაგანის სწავლების და უამრავ საკითხებზე პასუხის გაცემის დროს. 
გამიჩნდა დიდი სურვილი შევქმნა კიდევ არა ერთი საინტერესო პროექტი,  გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალასთუ რა აქტივობებს ვატარებ სკოლაშიჩემს მოსწავლეებთანკათედრაზე,  კოლეგებთან პროფესიული ზრდისთვის და  ა. შ.



      

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. ბლოგი - გვერდის  ჩასმა
3. ალბომის შექმნა
4. პროექტების პრეზენტაცია.
5. რეფლექსია
6. ტრენინგის  შეჯამება

    კიდევ ერთხელ გავიმეორეთ  გაჯეტების  შექმნა და  მათი ჩასმა ბლოგში.
    ვისწავლეთ ბლოგში გვერდების  დამატება,  მათი რედაქტირება, როგორ დავმალოთ გვერდები და ისევ გამოვაჩინოთ.  ვისწავლეთ გვერდზე  მისამართის  მიბმა  და მისი გაუქმება (წაშლა).
    შემდეგ გავეცანით Picasa - ში ალბომების შექმნას  და შევქმენით ფოტოალბომი. ვიწავლეთ ალბომის რედაქტირება  და მისი  ბლოგზე ატვირთვა სლაიდ-შოუს სახით.
   ამის შემდეგ იყო საინტერესო ნაწილი- პროექტების  პრეზენტაცია.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და გულთან მისატანი  პროექტი გორის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების და მათი აღდგენის საჭიროების შესახებ, რომელიც გააკეთა ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა  ლეილა  ნამორაძემ.  პრეზენტაციის შემდეგ ყველას დაგვეუფლა  სურვილი ამ პროექტში ჩართვის  და ქარსაცავი ზოლების აღდგენაში მონაწილეობის მიღების. პირადად ჩემში დაიბადა დიდი მადლიერების გრძნობა, რომ ჩვენს ქალაქში არიან კიდევ ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქზე, არამედ ბოლო წლების მანძილზე მთელს ჩვენს ქვეყანაში ბუნების უგულოდ განადგურებაზე.
   აგრეთვე მოვისმინეთ  ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგის ქალბატონ ლიანა საურის მიერ განხორციელებული პროექტი ვაჟა ფშაველას და მისი შთამომავლების  შესახებ.
    დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რომ მან არა მხოლოდ გვასწავლა  ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, არამედ იმისთვისაც, რომ   ასეთი ნიჭიერი, საინტერესო და მონდომებული ადამიანები შეგვახვედრა ერთმანეთს.

Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მერვე დღე


მე-7  მოდული       ფასილიტაცია ტექნოლოგიებით  

ტრენინგის დღის წესრიგი:

1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3. პორტფოლიოს გადახედვა
4. პორტფოლიოს  ატვირთვა

მთავარი კითხვა
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის საკვანძო კითხვები

  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?

წინა მეცადინეობებზე  შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ გადავედით ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე ტექნოლოგიების გამოყენებით.

    მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებლები უსმენენ მოსწავლეებს, აკვირდებიან მათ მუშაობასა და სასწავლო პროცესის შესაბამისობას მიზნებთან.
    წინა მოდულებში ჩვენ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ.
    მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებელი - ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ . ქვემოთ მოცემული სწავლების სტრატეგიები სწორედ მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე გამოიყენება:
  • მცირე ჯგუფში განსახორციელებელი აქტივობები, როგორიცაა გრაფიკული ორგანაიზერის შექმნა, როლური თამაში, დრამატული სცენარების დადგმა, ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი კონცეფციების კარგად გაგებაში.
  • პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება და დემონსტრირება მოსწავლეებს ახალი უნარ-ჩვევების რეალურ კონტექსტში სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
  • დამატებითი აქტივობები და უნარების განვითარება, რომლებიც განმავითარებელი შეფასების შედეგებს ეფუძნება, სასწავლო პროექტის შინაარსში და უნარ-ჩვევების სწავლებისას წამოჭრილი სირთულეების დაძლევას უწყობს ხელს.
1. ჩამოვტვირთეთ პრეზენტაციების, პუბლიკაციების, ცხრილებისა და ვებრესურსების ნიმუშები, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის  ჯგუფში ფასილიტაცია/ფასილიტაციის ვმასალები.
2. გადავხედეთ მასწავლებლების მიერ შექმნილ ბლოგებს, რომელთა ბმულების ჩამონათვალიც ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალების ჯგუფშია მოთავსებული.

3. გავაკეთეთ ჩანაწერები და ჩავინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო და გამოსადეგი მასალები.
4. ჩვენი იდეების გათვალისწინებით, შევქმენით ახალი დოკუმენტი /ვებრესურსი/სასწავლო პროექტის ფასილიტაციისთვის
5. შევინახეთ ფასილიტაციის მასალები პორტფოლიოს საქაღალდეში   პროექტის  დამხმარე.
6.  გავხსენით ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა და სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, რომელიც  განთავსებულია პორტფოლიოს საქაღალდეში  სასწავლო  პროექტის  გეგმა   და  დავასრულეთ  სასწავლო პროცედურები.
7 კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეებში მოთავსებულ საბუთებს და ავტვირთეთ ის ბლოგზე.
  
      ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა  და გავაკეთეთ ინტელის სასწავლო კურსის სია.
    ვისწავლეთ ელფოსტიდან მასალის (დოკუმენტის) გადატანა ბლოგზე და გადავიტანეთ ტრენინგის განრიგი.
              ვისწავლეთ  გაჯეტების წყობის შეცვლა  და ჰიპერბმულის გაკეთება (ერთმანეთთან  საბუთების დაკავშირება)
       მეცადინეობა ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. ვეცდები ყველაფერი გამოვიყენო ჩემს  მუშაობაში  საინტერესო პროექტების  შესაქმნელად. 

       ვისწავლე პროექტის გეგმის სრულყოფილად შედგენა და საჭირო რესურსების შექმნა, რაც ნამდვილად არ ვიცოდი და დიდი მადლობელი ვარ ამის სწავლისთვის.




Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3. ბლოგის გაჯეტი - საათის  ჩასმა
4. პროექტის გეგმაზე  მუშაობა  (სასწავლო პროცედურების  გაწერა)
5. რეფლექსია

მოდული  6.     დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მთავარი კითხვა
  • როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურადსწავლების  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის შეკითხვები
  • როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებსრომ ისინი        თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ?
  • როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალის გამეორების შემდეგ ვისაუბრეთ იმაზე,           რომ ყველა მოსწავლეს აქვს განსხავებული შესაძლებლობები, რომელიც                       უნდა გავითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვისას.
ჩვენი მიზანიაყველა  მოსწავლემ  მიაღწიოს  სტანდარტით  განსაზღვრულ  შედეგებს  და მიზ- ნებსსრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი. ჩვენი შექმნილი შეფასების გეგმა ჩვენც და მოსწავლეებსაც მნიშვნელოვან ინფორმაციას  გვაწვდით მათი სწავლის შესახებმოსწავლეებიშესაძლებლობების გარდაგანსხვავდებიან ინტერესებისპიროვნული თვისებებისსწავლის სტილის მიხედვითმოცემულ აქტივობაშივიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე და მოვიფიქრეთ, როგორ უნდა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში.
როცა კლასში მოსწავლეების საჭიროებები გათვალისწინებულიამათი დამოკიდებულე-ბაც და ტესტირების შედეგებიც უკეთესია . ყველა მოსწავლეს სჭირდება მისი საჭიროებების გათვალისწინება ან ინდივიდუალური მხარდაჭერაგანმავითარებელი შეფასებებიდან მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს ეხმარება სასწავლო პროცედურების ისე დაგეგმვაშირომ ყველა მოსწავლის საჭიროება გაითვალისწინოსმოსწავლეებსასევესჭირ-დებათ გარემოსადაც თავიანთ ძლიერ მხარეებსა და ინტერესებს დაეყრდნობიან ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მისაღებად.
დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულია  ოთხი დონე:
  •   შინაარსი გაითვალისწინეთ,  რა  სჭირდებათ  მოსწავლეებს,  რომ  ისწავლონ,  ან  როგორ  იღებენ  საჭირო  ინფორმაციას.
  •       პროცესი— შესთავაზეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  •  პროდუქტები შესაძლებლობა  მიეცით  მოსწავლეებს,  ივარჯიშონ,  გამოიყენონ  მიღებული  ცოდნა  და   განავრცონ   ის  სხვადასხვა   მიმართულებით.
  •  სასწავლო  გარემო - შექმენით  მოქნილი  სასწავლო  გარემო, მშვიდი  და  ინტერაქტიული  ადგილებით  და  ასწავლეთ  ისეთი  წესები, რომლებიც  ხელს  უწყობს  დამოუკიდებლობას.
        გავიხსენეთ  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის  თეორია და ვისაუბრეთ თუ
 როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე .
  მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ინკლუზიური ტიპის მოსწავლეებისთვის და გავაკეთეთ "პრეზენტაციაზე მუშაობის დღიური"
გავეცანით კითხვარს დიფერენცირებულ სწავლებაზე, რომელიც ჩვენს მიერ გამოყენებული დიფერენცირებული სწავლების მეთოდების შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. თვითშეფასება დაგვეხმარება მომდევნო აქტივობის შესრულებაში. გამოკითხვის ფორმა განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში დიფერენცირება.

   გავიხსენეთ გაჯეტის შექმნა.
  101widgets.com/clock/  გვერდზე შევარჩიეთ და ჩავსვით  ბლოგში საათის გაჯეტი.
   კიდევ ერთხელ გადავხედეთ და დავხვეწეთ ჩვენი პროექტის გეგმა (გავწერეთ  სასწავლო პროცედურები ).
   გავაკეთეთ  რეფლექსია.