პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ ერთი უახლესი და პროდუქტიული მეთოდია, ის ავითარებს ბავშვებში კვლევა ძიების, მეგობრეთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ- ჩვევებს, დამოუკიდებელ აზროვნებას. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
ბოლო წლების განმავლობასი გავახორციელე რამდენიმე პროექტი, მაგრამ მქონდა ბევრი კითხვა მათი სწორად გაფორმების თაობაზე. ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილების გრძნობა. ამ ტრენინგის მოსმენის შემდეგ ბევრი საკითხი გახდა ნათელი არა მხოლოდ ტექნილოგიების ფლობის თვალსაზრისით, არამედ
გეგმის სწორე და გამართულად შედგენის, ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გაფორმების და სხვა პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რა თქმა უნდა ყოველივე ამას უნდა უმადლოდე ქალბატონ ქეთი ცერაძის ცოდნის გადმოცემის უნარს, ენერგიას და მოთმინებას, რომელიც მან გამოიჩინა ყოველივე ჩვენთაგანის სწავლების და უამრავ საკითხებზე პასუხის გაცემის დროს.
გამიჩნდა დიდი სურვილი შევქმნა კიდევ არა ერთი საინტერესო პროექტი, გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას. თუ რა აქტივობებს ვატარებ სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან, კათედრაზე, კოლეგებთან, პროფესიული ზრდისთვის და ა. შ.
No comments:
Post a Comment