დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. ბლოგი - გვერდის ჩასმა
3. ალბომის შექმნა
4. პროექტების პრეზენტაცია.
5. რეფლექსია
6. ტრენინგის შეჯამება
კიდევ ერთხელ გავიმეორეთ გაჯეტების შექმნა და მათი ჩასმა ბლოგში.
ვისწავლეთ ბლოგში გვერდების დამატება, მათი რედაქტირება, როგორ დავმალოთ გვერდები და ისევ გამოვაჩინოთ. ვისწავლეთ გვერდზე მისამართის მიბმა და მისი გაუქმება (წაშლა).
შემდეგ გავეცანით Picasa - ში ალბომების შექმნას და შევქმენით ფოტოალბომი. ვიწავლეთ ალბომის რედაქტირება და მისი ბლოგზე ატვირთვა სლაიდ-შოუს სახით.
ამის შემდეგ იყო საინტერესო ნაწილი- პროექტების პრეზენტაცია.
მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და გულთან მისატანი პროექტი გორის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლების და მათი აღდგენის საჭიროების შესახებ, რომელიც გააკეთა ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა ნამორაძემ. პრეზენტაციის შემდეგ ყველას დაგვეუფლა სურვილი ამ პროექტში ჩართვის და ქარსაცავი ზოლების აღდგენაში მონაწილეობის მიღების. პირადად ჩემში დაიბადა დიდი მადლიერების გრძნობა, რომ ჩვენს ქალაქში არიან კიდევ ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქზე, არამედ ბოლო წლების მანძილზე მთელს ჩვენს ქვეყანაში ბუნების უგულოდ განადგურებაზე.
აგრეთვე მოვისმინეთ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგის ქალბატონ ლიანა საურის მიერ განხორციელებული პროექტი ვაჟა ფშაველას და მისი შთამომავლების შესახებ.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს, რომ მან არა მხოლოდ გვასწავლა ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, არამედ იმისთვისაც, რომ ასეთი ნიჭიერი, საინტერესო და მონდომებული ადამიანები შეგვახვედრა ერთმანეთს.

No comments:
Post a Comment